მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ იუსტიციის საბჭომ დისციპლინარული დევნა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინარული დევნა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო აიპრესს მამუკა ახვლედიანმა განუცხადა.

კურიერთან მესამე სექტორი წარმომადგენლები მომხდარს მოსამართლეების გაფრთხილებად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი მოსამართლეთა კორპუსის მიმართ, რომ განსხვავებული აზრის გამო ისინი დაისჯებიან.

ამის შესახებ კურიერთან არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ისაუბრა.

„ეს არის გზავნილი სხვა მოსამართლეებისთვის, რომ მათ ხმა არ ამოიღონ და დამოუკიდებელი და განსხვავებული აზრი არ დააფიქსირონ. ეს არის ძალიან ცუდი და საგანგაშო. ჩვენ ამ პროცესს სიღრმისეულად დავაკვირდებით და შევეცდებით, რომ გამოვავლინოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ორივე მხარის პოზიციები,“ – განცხადა ეკა გიგაურმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, სოფო ვერძული, კი ამბობს, რომ მამუკა ახვლედიანის სკანდალურ განცხადებას თავად მოსამართლეების მხრიდან არაადეკვატური რეაქციები მოჰყვა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი ამ რეაგირების შესწავლა უნდა განეხორციელებინა.

სასამრთლო სისტემაში ეთიკის ნორმების დარღვევაზე საუბრობს საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილიც.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი ამ ეტაპზე არანაირი კომენტარი არ კეთდება.

Comments
Loading...