მამუკა არეშიძე: ვადამდელი არჩევნები „ნაციონალებისთვის“ კარგი შედეგით ნამდვილად არ დასრულდება!


„ნაციონალური მოძრაობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ცდილობს, საზოგადოებაში ისეთი განწყობა შექმნას, თითქოს ქვეყანა იღუპება და მის გადასარჩენად საგანგებო ზომების მიღებაა საჭირო”, – აღნიშნული განცხადება „ასავალ-დასავალთან” საუბრისას მამუკა არეშიძემ გააკეთა. ექსპერტის თქმით, ესეც „ნაციონალური მოძრაობის” მორიგი პიარ-ხრიკია. „თორემ ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მართლა რომ დაინიშნოს, ნაციონალებისთვის კარგი შედეგით ნამდვილად არ დასრულდება”, – განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ვადამდელი არჩევნებისთვის დღეს არცერთი პოლიტიკური პარტია მზად არ არის.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი”

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

Leave A Reply

Your email address will not be published.