მამუკა კაციტაძე პაატა ბურჭულაძის ბლოკს ტოვებს

“საარჩევნო ბლოკი ინსტრუმენტია არჩევნებისთვის, დღეს ამის საჭიროებას ვეღარ ვხედავ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე დღეს უკვე აღნიშნავს, რომ ბლოკმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა.
„ბლოკი შეიქმნა დაგვიანებით და უნდა აღინიშნოს, რომ ის მოლოდინი, რაც გვქონდა, ვერ გამართლდა. საერთოდ, ბლოკი იქმნება საარჩევნოდ. ჩატარდა არჩევნები, ჩატარდა მეორე ტურიც, მე არჩევნების შემდეგ პირველ ბრიფინგს ვატარებ დღეს. დღეს ჩვენ ბლოკში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებთან ურთიერთობას ვწყვეტთ. „ახალი მემარჯვენეებისთვის“ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება ძველსა და ახალ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Comments
Loading...