მამუკა კუჭავა: ბიძინა კუჭავას გვამს ფეხის თითი მიკერებული ჰქონდა

„საქართველოს ხმის“ დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ახლობლის მამუკა კუჭავას ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის გარდა, დაზიანებები სხეულის სხვა ნაწილზეც აღენიშნება.

როგორც მამუკა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი.

„მოასვენეს სახლში, დაათვალიერეს გვამი და არის ისეთი დაზიანებები, რომელიც მკვლელს არ უნდა ჰქონდეს. აქ დაზიანება სხვა ადგილებზეა, თავის არეზე არაა ლაპარაკი, მას ფეხის თითი მიკერებული ჰქონდა.

გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას“, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

ბიძინა კუჭავას, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით თავი მოიკლა, მისივე ნათესავის, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობა ბრალდება.

Comments
Loading...