თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხელისუფლების ღირსება იქნება, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ეხმიანება და მას სპეკულაციას უწოდებს.
“ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, განსაკუთრებით იმ ადამიანის მხრიდან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავად განაცხადა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც უკავშირდებოდა სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას პარტიული მიზნებისთვის”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, გიგი უგულავამ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა პოლიტპატიმარს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნა, რომ მათი გათავისუფლება ხელისუფლების ღირსება იქნება. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი სამუშაოა.
IPRESS.GE