
სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა განუცხადა.
მისივე ინფორმაიცით, წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან – ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი – გასაუბრებები გაიმართა, თუმცა კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.
ipn.ge