მამულიჩას გათავისუფლების გამო, გლდანის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, გლდანის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს და შემამსუბუქებელ გარემოებებს ითხოვენ. “ისინი მოითხოვენ, თუკი კახა მამულაშვილს შეეხო შემამსუბუქებელი გარემოება, მათ მიმართაც გამოიყენოს პროკურატურამ იგივე ღონისძიება”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთი მოშიმშილე პატიმრის ახლობელმა.
მისი ინფორმაციით, შიმშილობის აქცია ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებმა დაახლოებით 20 დღეა, დაიწყეს.
“ინტერპრესნიუსი” ინფორმაციის გადამოწმებას სასჯელაღსრულების სამინისტროში ცდილობს.
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონსიძება – პატიმრობა, 15 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.