მან მითხრა ღიად რომ ჩემს ძველ პირად ურთიერთობაზე ხმა არ ამომეღო-“ბატონი დეპუტატის მხრიდან ზეწოლა არ წყდება!”

 

  • ჟურნალისტი ქეთი ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს: “ოფიციალური პოზიცია! ბევრი ადამიანი მწერს და ახლა მოკლედ გიპასუხებთ ყველას…. სამწუხაროდ,უძველესი დროიდან კაცობრიობის ისტორიაში არ იცვლება ბინძური პოლიტიკური მეთოდები! ვინ მიტირის იმ 9 წელს,როცა დღევანდელი დღე მგონი უარესია…… ამას არ დავწერდი პირადად ჩემზე და ჩემს ოჯახზე რომ არ იყოს ზეწოლა! დღევანდელ უმრავლესობის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან წლების წინ ჩამომიყალიბდა პირადი ურთიერთობა,რომელიც ჩემთვის სავალალოდ გაგრძელდა და მთავრდება! იგი იყო ჩემი რეკომენდატორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობისას,მას შემდეგ რაც მე და ირაკლი დავქორწინდით ჩვენი ურთიერთობა შეწყდა! და მან სამინისტროდან რეკომენდაცია უკან გამოითხოვა როგორც გავიგე, რის შემდეგაც გამათავისუფლეს სამინისტროდან! ამ დეტალებს დღემდე არ ვამხელდი! თუმცა მას მერე რაც შევიტყვე რომ ძალოვან სტრუქტურებში ვერანაირ სამსახურს ვერ დავიწყებდი ყველა წყაროთი შევიტყვეთ რომ მბლოკავდა ბატონი დეპუტატი,რაც მან პირად საუბარშიც დამიდასტურა! იმ გარემოებებიდან გამომდინარე რაც დღეს ხდება ჩემსა და ჩემი ოჯახის თავს გამომაქვს დასკვნა რომ ბატონი დეპუტატის მხრიდან ზეწოლა არ წყდება! რაც დამტკიცდა კიდევ ჩემი მის ახლობელთან შემთხვევითი შეხვედრით,მის ვინაობას ვასახელებ, მან მითხრა ღიად რომ ჩემს ძველ პირად ურთიერთობაზე ხმა არ ამომეღო,რომელიც დაფიქსირებულია ჩემს დიქტოფონზე,რომლის შინაარსიც არავითარ პოლიტიკურ მოტივებს არ შეიცავს და მით უფრო მიკვირს რომ მოდის მოდის ასეთი ზეწოლა და მოთხოვნა შუამავლებისგან! ამ ეტაპზე ამას ვაჟღერებ იმის გამო რომ მე და ჩემს ოჯახს რომელუც განიცდის სახელმწიფო მანქანის ზეწოლას გავლენიანი უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან არ დაემატოს კიდევ უფრო მეტად ჩვენი დევნა!!!!”

 

Comments
Loading...