მანანა კობახიძე აპირებს ქრონიკა პლუსის რედაქტორს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლოს

მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიისგან კონკრეტული საქმის შესწავლას ითხოვდა და ამ თემაზე იყო ალეკო ელისაშვილისადმი მიწერილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაც. პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს, რომ ეს არ ყოფილა არც მუქარა და არც სხვა რაიმე უკანონობა.

„თუ ადამიანს ეუბნები უარს შეწყალებაზე, რა მოტივით ეუბნები – ეს უნდა უთხრა დროულად, რადგან, არ შეიძლება პატიმარი ციხეში დაუსრულებელი ლოდინის რეჟიმში იყოს,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კობახიძე მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არ ახსოვს რა შინაარსის იყო ის. ამბობს, რომ ის არც მოთხოვნა იქნებოდა და არც კატეგორიული ტონი.

„ეს იქნებოდა საქმის განხილვის მიმდინაროების შესახებ კითხვა, ან თხოვნა იმისა, რომ თაროზე არ შემოდებულიყო ეს საქმეები. კომისიას ვთხოვდი საქმის შესწავლას, თუ ეს არის დანაშაული, მაშინ ამ დანაშაულს ძალიან ხშირად ჩავდივარ“ – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე მზად არის დაბარების შემთხვევაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ მივიდეს.

პარალელურად, ვიცე სპიკერი უახლოეს დღეებში აპირებს ქრონიკა პლუსის რედაქტორს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლოს.

ელისო კილაძემ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია კორუფციულ გარიგებაში უშუალოდ დაადანაშაულა.

Comments
Loading...