მანანა კობახიძე – ატყდა მეჭიაურზე ამბავი…სიძულვილის ენაო, არა ფობიებსო, დისკრიმინაციასო…

„ატყდა მეჭიაურზე ამბავი… სიძულვილის ენაო, არა ფობიებსო, დისკრიმინაციასო- გასაგებია ჩემო კეთილო ადამიანებო, ყოფილო კოლეგებო, მეგობრებო, არასამთავრობოელებო, ეს ერთობაც კარგია განცხადებას მეტი ძალა და ეფექტი რომ შესძინოს, მაგრამ რატომ გვივიწყებთ ჩვენ?! დეპუტატები, თან ქალები მინიმალური უფლებებით მაინც ხომ ვსარგებლობთ?! როცა მედია, ჟურნალისტები ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი ნებართვის გარეშე აქვეყნებენ, როცა ჩვენს პირადს ეხებიან, როცა უდანაშაულობის პრეზუმფციას უხეშად არღვევენ, როცა აშკარა ზიზღის და სიძულვილის შემცველ სტატიებს თუ სტატუსებს გვიძღვნიან, ეს არ არის ფობია?! ეს არ არის უფლების დარღვევა?! იქნებ აგვიხსნათ თქვენებურად, სიღრმისეულად, სადამდე გადის ჩვენი თმენის ვალდებულების ზღვარი?! არ გამოვა ეს ორმაგი სტანდარტი, ჩემო ძვირფასებო, თუ ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის და კანონის დარღვევის კრიტიკა თქვენს მიერ არ ეგების? თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ, აი გენდერის თემაზე ორიენტირებულებს კი გულწრფრლად ვთხოვდი, როცა პოლიტიკოსი ქალის უფლებების აშკარა და უხეშ დარღვევაზე ხმას არ ამოიღებ, მაშინ ქალთა კვოტირების საკითხზეც ნუღარ გვეტყვით თქვენს საყვედურებს! თქვენს მიმართ მხოლოდ პატივისცემით და სიყვარულით… ბევრჯერ მირჩიეს არ დაწეროო, მაგრამ მაინც…” – წერს მანანა კობახიძე „facebook”-ზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.