მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

სტრასბურგში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს და ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვედნენ.
შეხვედრა ორმხრივ თანამშრომლობის საკითხებს შეეხო და აზრთა ურთიერთ გაცვლის რეჟიმში წარიმართა.
საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ საკომიტეტო ხსდომებში , ასევე შეხვედრებს მართავენ პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან.

Leave A Reply

Your email address will not be published.