მანანა კობახიძე კოლეგებს მოუწოდებს, დაპირისპირება სწრაფად ამოწურონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძ კოლეგებს დისკუსიისა და გარკვეული დაპირისპირების რაც შეიძლება სწრაფად ამოწურვას ურჩევს.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის მომხდარ უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილს, აუცილებელია დისკუსიის წარმართვა კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ასეთი საჯარო განცხადებები ნამდვილად აზარალებს კოალიციას, ხელისუფლებას და სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ბუნებრივია, ვურჩევდი ჩვენს კოლეგებს, რომ ეს დისკუსია და გარკვეული დაპირისპირება, რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს და დიალოგის რეჟიმში ურთიერთობა გაგრძელდეს სწორედ კოალციის ფორმატში და არა საჯარო სივრცეში”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

Comments
Loading...