მანანა კობახიძე ნინო გვენეტაძეზე – ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ

“არც ის არის კარგი, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აქ არ არის, გუშინაც არ იყო კონფერენციაზე, ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ”

“ევროსაბჭოში რეზოლუციებს იღებენ, რომ საქართველოს სასამართლოში ისევ არის თურმე კორუფცია. ამაზე პასუხს კი აგებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილია ევროსაბჭოში. ამიტომაც უნდა ვუშველოთ ამ ყველაფერს და იცით როგორ? – თანამშრომლობით. არც ის არის კარგი, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აქ არ არის, გუშინაც არ იყო კონფერენციაზე. ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ, თვალებში ჩავხედოთ ყველაფერს”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ “სასამართლო კორპუსში უნდა იყოს თანამშრომლობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იგნორირებული არავისგან”.

Comments
Loading...