მანანა კობახიძე: პატრიარქის ეპისტოლეს თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის

პატრიარქი საშობაო ეპისტოლეს ჩვენთვის წერს და თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის, სამწუხაროდ.“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელმა ეპოქამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა და ის ადამიანების ცხოვრების წესადაც იქცა. კობახიძეს ფილოსოფოსს სოკრატეს ერთ-ერთი ისტორია მოჰყავს მაგალითად და ამბობს, რომ დღეს ძველი ბერძენის მსგავსად ცოტა თუ მოიქცეოდა.

”ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?

სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: ,,დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

_ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.

_ რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?

_ არა, პირიქით.

_ ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?

_ ვფიქრობ, არა.

_,,თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!” _ უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.

დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.

ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს – ჩვენი პატრიარქი საშობაო ეპისტოლეს ჩვენთვის წერს და თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის, სამწუხაროდ.“ -წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...