მანანა კობახიძე პროდუქტიული იქნება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, დაინიშნება თუ არა მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ვოლსკიმ განუცხადა, მანანა კობახიძეს კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზეს, თუმცა საბოლოო პასუხი ამ დროისთვის არ განუცხადებია.

”შეთავაზება მანანას მიმართ იყო.თანამდებობაზე უარის თქმა არ არის მთავარი თემა ჩვენ სინამდვილეში. ბევრი კომენტარი გავაკეთე ამ თემაზე. თუ არ იქნება მანანა კობახიძე, ვინმე სხვას შევარჩევთ. ამ საკითხზე არ არის კონცენტრირებული ჩვენი ყურადღება და არც პრობლემა არ არის. უბრალოდ, მანანა თავისი გამოცდილებით და ბეგრაუნდით პროდუქტიული იქნება ამ თანამდებობაზე. მისთვის პირადად სულ ერთია კომიტეტის თავმჯდომარე იქნება, პირველი მოადგილე თუ პარლამენტის წევრი, ამ საკითხს დიდად ჩვენთან არავინ აქცევს ყურადღებას და არც მანანა. რასაკვირველია, კარგია, დაფასებაა საპარლამენტო თანამდებობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრობა. ეს არ არის პრიორიტეტული საკითხი. თუ მანანა უარს იტყვის, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის წევრის მაღალი სტატუსითაც ძალიან კარგი და პროდუქტიული იქნება მისი საქმიანობა. საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...