მანანა კობახიძე – რაც დეპუტატი ვარ კოლონიაში არცერთხელ არ ვყოფილვარ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს რომ ქალთა კოლონიაში დეპუტატად არჩევის შემდეგ არცერთხელ არ ყოფილა. მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში, “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საპატიმროს ყოფილი თანამშრომელი აცხადებდა, რომ კობახიძე ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებულ ანასტასია ზაუტაშვილთან რამდენჯერმე იყო, “სულელურ სპექტაკლს” უწოდებს.
“თქვენ გუშინდელ სიუჟეტზე თუ საუბრობთ ეს იყო მაპატიეთ მაგრამ ძალიან პრიმიტიული, ძალიან სულელური სპექტაკლი, რომელზეც ნამდვილად სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ეს არის მცდელობა, რომ ადამიანს ესროლო ტალახი საზოგადოება შეიყვანო შეცდომაში, ამ ფაქტზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. არასოდეს დღეც არ მივსულვარ და ღამე მითუმეტეს რა მინდოდა ქალთა კოლონიაში ეს არი ძალიან დიდი ზღაპარი, რომელსაც არ ვიცი რატომ დგამს ნიკა გვარამია, ვერ გეტყვით ვის სჭირდება ეს ყველაფერი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე არ შეიძლება ეს არის ძალიან სასაცილო ზღაპარი. მე შემიძლია ეს კომენტარი გავაკეთო, არა თუ ზაუტაშვილთან, არცერთ პატიმართან არ ვყოფილვარ, რაც ვარ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, არც დღისით, არ ღამით და არც სავსე მთვარეზე. მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. ეს არის ორკესტირებული და ეს არი ვიყტყვი უკვე – “რუსთავი 2”, კილაძე, გვარამია, “ნაციონალური მოძრაობა” და ელისაშვილი რაღაცა ტანდემშია ეს ყველაფერი” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.