მანჩესტერ იუნაიტედი გეი საფეხბურთო კლუბთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

ინფორმაცია მანჩესტერ იუნაიტედის დირექტორმა, რიჩარდ არნოლდმაც დაადასტურა. თამაში საფეხბურთო კლუბ Stonewall-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდება.

კლუბი “სტოუნვოლი” 1981 წელს ლონდონში დაარსდა. მაშინ ჩემპიონატში არც ერთი ღიად გეი ფეხბურთელი თამაშობდა, ჰომოფობიის დონე კი მაღალი იყო.

25 წლის შემდეგ ჩემპიონატში კვლავ არ არიან ღიად გეი ფეხბურთელები, თუმცა ზოგიერთი კლუბი ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.

“სტოუნვოლთან” ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი ვეტერანებითა და მეორადი შემადგენლობით იქნება დაკომპლექტებული.

“მანჩესტერი” ლგბტ კლუბთან უკვე მეორედ მართავს მატჩს.

Comments
Loading...