მანჩო გიორგობიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

“ამჯერად მივმართავ დიდ მეცენატს, ექს-პრემიერს, “ოცნების” ლიდერს და N1 “მოქალაქე” ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც , პრემიერის მსგავსად, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან, იმედის ეთერში , ღიად დაუჭირა მხარი თამარ ხიდაშელს, ხოლო ირმა ინაშვილთან დაკავშირებით, განაცხდა: “მე მომდის ხმები, რომ არის მსგავსი სპეკულაციები, თითქოს მე, მხარს ვუჭერ ირმა ინაშვილს, ეს არანაირ კავშირში არ არის სინამდვილესთან”
მესმის, რომ როგორც პარტიის ლიდერი, , მხარს ვერ დაუჭერდით ირმა ინაშვილს , მაგრამ ერთი-ორი თბილი სიტყვის თქმა მისი მისამართით, როგორც ღირსეულ კონკურენტზე , არაფერს დაგაკლებდათ, პირიქით…
ისიც მესმის, რომ პარტიის რჩეული თამარ ხიდაშელსთვის უნდა დაგეჭირათ მხარი, რა თქმა უნდა…
მაგრამ არის ერთი მაგრამ…
გუშინ , პრემიერსაც მივმართე , რადგან ვთვლი, რომ მთავრობას არ ეკადრებოდა , სრულიად სახელმწიფო მანქანის მობილიზება ირმა ინასვილის წინააღმდეგ, ყველასთვის უცნობი, არასამთავრობოელი , თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად. სულ ცოტა, მისი ასაკი, საიას წევრობა და რესპუბლიკელობა არ არის საკმარისი პარლამენტარობისთვის, მით უმეტეს , ვნახეთ, მსგავსი კონტინგენტიდან შერჩეული კადრები ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, როგორ გადაწყვეტილებასაც იღებენ და როგორ ანგარიშებსაც უგზავნიან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რითაც ქვეყანას ჩირქს სცხებენ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სამართლიან პროტესტს იწვევენ, რაც “ოცნების” რეიტინგზეც აისახება (ჩაატარეთ კვლევა და დარწმუნდებით)…
რა დამსახურება აქვს თამარ ხიდაშელს ქვეყნის წინაშე, რა გაუკეთებია, იქნებ ესეც იანუსია, როგორც არაერთი, თქვენს მიერ შერჩეული კადრი?!
იმდენს ნუ იზამთ, “ოცნება” ” რესპუბლიკურ პარტიაში” გაითქვიფოს და მის რეიტინგამდე დაეცეს…
თქვენ, როგორც პარტის ლიდერს, შეგეძლოთ საერთოდ არ დაგეყენებინათ “ოცნების”კანდიდატურა საგარეჯოში და დიდსულოვნად დაგეთმოთ ასპარეზი ირმა ინაშვილისთვის, რომელიც ნამდვილად იმსახურებს პარლამენტში შესლას! ერთი ადგილის დათმობა არაფერს დაგაკლებდათ, პირიქით, ძალიან ბევრი ადამიანის კეთილგანწყობას მოიგებდით, მათ შორის, ოცნების მხარდამჭერებისაც… თუნდაც იმიტომ უნდა დაგეთმოთ, რომ “ოცნებას” პოლიტიკური ვალები აქვს , 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, როდესაც “პატრიოტთა ალიანსმა” , ობიექტივიანად” , მხოლოდ “ოცნების” მხარდაჭერაზე იმუშავა , 2008 წლამდე კი, მძალვრი ნიადაგი შეამზადა, უიმედობაში გადავარდნილ საზოგადოებაში, მაინც აღვივებდა იმედს და აგრძელებდა ბრძოლას . წლები ებრძოდა კრიმინალ ნაცანალურ რეჟიმს. (მაშინ , ჩვენს გვერდით არ იყავით, სამწუხაროდ, რამაც ძალიან დაგვაზარალა). ზოგ-ზოგიერთი პარტიებივით და ტელევიზიებივით , არ უვაჭრია, სარფიანად არ გაყიდულა… (არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც) …
ირმა ინაშვილი არავის უთვლის ვალად ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც… Долги надо возвращать…
ამ დიდსულოვანი ჟესტით, შეგეძლოთ ვიწრო პარტიული ინტერესების დათმობა უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვისთვისაც… საერთაშორისო საზოგადოებრიობას დაუმტკიცებდით, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ ებრძვით, პირიქით , ხელს უწყობთ მათ გაძლიერებას… რეალობაში ასეც არის, ჩვენდა სანერვიულოდ, ნამდვილად გააცოცხლეთ ნაცანალები და წარმატებით აამოქმედეთ…
უცხოეთში, დღეს, უმეტესობას ჰგონია, რომ სრულიად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი თქვენს წინააღმდეგ არის მომართული, “ოცნებას” გამოყოფილებიც კი, ნაცანალებთან უნისონში მოქმედებენ, ერთი და იგივე მესიჯბოქსი აქვთ… მკვდარი პარტიებიც და ეროვნული მოძრაობის “ლიდერებიც” კი გააცოცხლეს (მიდი და უხსენი უცხოელებს, რომ ეს ხალხი არაფერს წარმოადგენს და გაშიფრულები არიან დიდი ხანია)
რაც მთავარია, მიშა სააკაშვილმა სათავისო “საერთო სურათი” დადო და ლობისტებს ამუშავებს სრული დატვირთვით.
ასევე, იმდენი იმუშავეს თქვენივე კადრებთან (მათ შორის კომპრომატებითაც), ლობისტებს თავი რომ დავანებოთ, ყველა საელჩო სავსეა ჩანერგილებით, რომლებიც ყველა დაკვეთას უსრულებენ, გადაამოწმეთ თუნდაც ჰოლანდიის საელჩო, დანარჩენებიც არ აკლებენ!
და ბოლოს, ბიძინაჩემო, პატტონ ბოგგსების N 1 ლობისტური კომპანია, მხოლოდ რესპუბლიკელების აღზევებისთვის იქირავეთ? როგორც მახსოვს, თინათინ ხიდაშელი იყო კურატორი..
სხვა რაში გამოჩნდა ლობისტების ნამუშევარი?
არადა, პატტონ ბოგგსების სწორი გამოყენებით, შეგეძლოთ ნაცანალური ტერორისტული ორგანიზაციის გასრესა საერთაშორისო არენაზე , არც მედია-ლობი გყავთ, ესეც დიდი შეცდომა..
და კიდევ, ძმები პოდესტების უძლიერესი ლობისტური კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში, სააკაშვილს ჰყავდა ლობისტებად , (შეიძლება ახლაც), ვისი რჩევით არ იქირავეთ? რატომ არ გამოაცალეთ მძლავრი საყრდენი ნაც-რეჟიმს?
ზუსტად ვიცი, რომ პოდესტებს თქვენზე უნდოდათ მუშაობა და 2012 წლის 22 იანვრამდე გელოდნენ, სააკაშვილს არ უგრძელებდნენ კონტრაქტს.. ვინ გირჩიათ, არ გვჭირდებაო? ეს ხომ 2 x 2 = 4 -ია , მტერს, როგორც მინიმუმ, დამხმარე ძალა უნდა გაუნეიტრალო, მის წინააღმდეგ თუ მიმართავ, ხომ მთლად უკეთესი.. მაგრამ “მრჩეველებმა” დაგარწმუნეს და შედეგიც სახეზეა, დაუმსახურებელ შენიშვნებს შენიშვნებზე ვიღებთ დასავლეთიდან და ბევრი სხვა პრობლემაც გვექმნება …
კიდევ ბევრს გავაგრძელებდი ქვეყნაში არსებულ პრობლემებზეც, პროკურატურის საბოტაჟზე,” გაუხსნელ საქმეებზე”, შსს-ში ჩანერგილ კადრებზე , სასამართლოს პრობლემებზე, რის გამოც უამრავი უსამართლობა ითესება და მე ვთვლი, რომ მიზანმიმართულად. სხვანაირად, არ არსებობს ამდენი დამთხვევა… ამიტომაც არის ამდენი უკმაყოფილება… ეს კიდევ ცალკე ვრცელი თემაა..
ის რაც 2 წლის წინ უნდა გაგეკეთებინათ, ახლა დაიწყეთ, როდესაც ბევრად გართულებულია მდგომარეობა, უკვე აწყობილი ქსელი მუშაობს თქვენს წინააღმდეგ …
ნუ გააკეთებთ ფსონს სოროსის და საიას ინკუბატორზე, ვითომ მონები და ერთ დაძახილზე, ერთდროულად გიღალატებენ…
ღირსეული ადამიანები დაიყენეთ გვერდით…
2016 წელი მოდის,ბევრი შეცდომაა დაშვებული, დიდი ძალისხმევა დაჭირდებათ სიტუაციის გამოსასწორებლად და რეიტინგის ასამაღლებლად …
პატივისცემით, “ოცნების” მხარდამჭერი მ. გიორგობიანი”

Comments
Loading...