მანჩო გიორგობიანი – ძალიან კი აგითვისებიათ “ევროპელობა”… – სამარცხვინო სნობების დოღი!…

“Каков привет, таков и ответ ..”
საზოგადოება რომ დამოძღვრო, დამნაშავე მაინც არ უნდა იყო მასთან და არც დამნაშავის თანამზრახველი, თუნდაც ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე! … ბოდიში მაინც მოიხადე!
“ცხოვრება ექოს ჰგავს, თუ გამოძახილი არ მოგწონს, გზავნილი უნდა შეცვალო.” – ჯ. ჯ…
ბიძინა ივანიშვილის გასაგონადაც ვამბობ, სხვათა შორის … აღიაროს, რომ ბევრი რამე მისი “პატიებების” ბრალია! ჩემი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, მაინც დიდ მინუსად რჩება, რომ მხოლოდ 2008-დან შემოუერთდა ჩვენს პროტესტს… ცოტა ადრე დაგვდგომოდა, მეტი სიცოცხლე გადარჩებოდა , პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც… იმედს ვიტოვებ, ნანობს მაინც – “Amicus Plato, sed magis amica veritas ”
ჩემს გულშემატკივრებს ბოდიშს გიხდით, თავი ვერ შევიკავე , მაგრამ ბოლო სიტყვა აღარ მომცეს, მინდოდა მეთქვა, რომ ეს ყველაფერი “ოცნების” “კოჰაბიტაციის ” ბრალია… ასეთი შემწყნარებლობაც დაუშვებელია, ზუსტად ამის ბრალია საზოგადოების აგრესია… სამართალს ვერ ვეღირსეთ… პირადად მე, ნაკლებად შემეხო (ფინანსებს არ ვთვლი), მაგრამ ია მეტრეველიც ვარ, ჯამბულ გამცემლიძეც, ირინა ენუქიძეც, გურამ გირგვლიანიც, იურა და ციალა ვაზაგაშვილებიც და საერთოდ, ყველა იმ დახვრეტილი ახალგაზრდის მშობელი, რომლებიც დაბერდნენ და დასამარდნენ სამართლის მოლოდინში!.. ვისაც გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, ცინიკურად, “ნულოვანი ტოლერანტობის” “ქოლგის ქვეშ” ჩაუხოცეს, გაუუპატიურეს, დაუინვალიდეს შვილები, ძმები, დები, ცოლები, მამები .., “არასრულფასოვნების კომპლექსით” შეპყრობილებმა მკვლელებმა…
არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულება “Канула в лету ” … ჩემთვის, პროკურატურაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას , სასამართლოში კატასტროფა ხდება… 10 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან და რა?! ბუტას საქმე სად არის, გურამ შარაძის საქმე სად არის?!… სამაგიეროდ, ავადმყოფ ნარკომომხმარებლებს უსჯიან 7-9 წელს, ჰოი საოცრებავ, იპოვეს “ქვეყნის დამაქცევარები”, ჯოკიაბოდოკია 11 წელს მოიხდის, ახალაია მალე გამოვა – ირიბი სარკეების ქვყანა!…
შოთაძე წესიერი გენ-პროკურორია? თუ პროკურატურა სავსეა ადეიშვილის კადრებით? თუ ევროკავშირის დირექტივებში მარხია ძაღლის თავი და უარი გვითხრეს პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმირებაზე, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მონურად უკან დაიხია, იქნებ გარიგებაა, იქნებ შანტაჟი, იქნებ “კომპრა” მუშაობს … იქნებ ვაღიარეთ, რომ კოლონია ვართ, უკეთეს შემთხვევაში ვასალი სახელმწიფოსმაგვარი ? ? ? ? ? ? ?…
ნუ დაგავიწყდებათ, Всё тайное становится явным!
p.s. თემა აშკარად გასცდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის და დეპუტატი გოგი თოფაძის “პინგ-პონგს”… არც ერთია ბოლომდე მართალი, არც მეორე… არც ერთია ბოლომდე მტყუანი, არც მეორე, თუმცა, “უპატიებელი” რასაც ჰქვია, არ დაუშავებია არც ერთს , არც მეორეს! (ჯერჯერობით)…
მშვიდადაც შეიძლებოდა ამ თემის გარჩევა, რეპონდენტებს გააჩნდა…
ზოგიერთმა “ცნობადმა” უნდა დაიმახსოვროს, რომ სახლიდან არ უნდა გამოჰყოს ცხვირი. ფართო ეკრანიდან საზოგადოების “დამოძღვრაზე” ხომ ლაპარაკიც ზედმეტია…
და კიდევ, გოგი თოფაძის წამოცდენაზე ვისაც რეაქცია გქონდათ (და წარსულის გახსენება არ გინდათ) , კაკოია ბობოხიძის , ბარამიძის და ა.შ. პარლამენტში, ნაც-ანალ დეპუტატთა უცენზურო გამოხტომებზე , ან პატრულის უწესიერესი ბიჭების დედის გინებისთვის, “დეპუტატების მანდატების ჩაბარების” მოთხოვნა რატომ არ გაგხსენებიათ?! თუ რადგან პატრულის ბიჭები “დეპუტატები”, “მინისტრები” და “პრეზიდენტები” არ არიან, ამიტომ მათი თავმოყვარეობის გათელვა მოსულა?!.. ძალიან კი აგითვისებიათ “ევროპელობა” .. – სამარცხვინო სნობების დოღი!…
სათქმელი, როგორც ვატყობ, არ დამელევა…
ჩემი თავიც მენანება ამდენი აგრესიისთვის, ბევრად კეთილშობილ ადამიანად მზრდიდნენ.. ძალიან გავსასტიკდი… სხვისი გაუბედურების პატიება უფრო მიჭირს.
– “Errare humanum est, ignoscere divinum” – ჯერ ვერ ავმაღლდი..
“No Justice, No Peace” !”

წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...