მანჩო გიორგობიანი – გავუფრთხილდეთ ქართველი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებსაც

“ჩემი აზრით, ბოროტების ბუდეს, isis-ს არანაირი კავშირი არ აქვს ტრადიციულ ისლამთან, ამ სექტისთვის, “რელიგია” , მხოლოდ შირმაა..
ევროპაშიც და აზიაშიც, უამრავი მუსლიმი ეწირება ტერაქტებს …
გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ქართველი მუსლიმების რელიგიურ
გრძნობებსაც და ცოტა ფრთხილად და კორექტულად ვისაუბროთ ამ თემასთან მიმართებაში ..
გახსოვდეთ, რომ ჯიჰადისტები, ქრისტიანული ევროპის გარდა, ტრადიციული ისლამის ქვეყნებსაც არ ინდობენ..
პარიზამდე, ზუსტად ერთი დღით ადრე, ლიბანში მოხდა ტერაქტი, რომელსაც 40 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა …
ბეირუთში მომხდარი საშინელი აფეთქების ამბავი, რომელიც ჩვენ არც გაგვიგია .. (((( “

————————————————————————————————–
“ადელ ტერმოსი თავის პატარა ქალიშვილთან ერთად ბეირუთის სამხრეთ რაიონში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბაზრობის ტერიტორიაზე სეირნობდა, როცა არეულობა დაიწყო. თვითმკვლელმა ტერირისტმა თავი აიფეთქა, იქაურობა სისხლში ცურავდა, მიწაზე მოკლული და დაჭრილი ხალხი ეყარა. ადელმა დაინახა, რომ იქვე, მეორე თავდამსხმელი ემზადებოდა თავის ასაფეთქებლად. მან უცბად მიიღო გადაწყვეტილება და სანამ თვითმკვლელი შეგროვილი ხალხისკენ წავიდოდა თავის ასაფეთქებლად, თავს დაესხა, მიწაზე დააგდო და სხეულით გადაეფარა . ბომბი აფეთქდა და ადელ ტერმოსი დაიღუპა, მაგრამ გადარჩა 100-ზე მეტი ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია ქალიშვილის დაღუპვის შესახებაც, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ბავშვი გადარჩა და კარგად არის.”

წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...