მანჩო გიორგობიანი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

ამ ეტაპზე, მზარდი რეიტინგის პრემიერი ხარ. განსაკუთრებით, სტიქიის შემდეგ და ამ დინამიკას წარმატებით ინარჩუნებ ნაც-ანალური ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან დაგეგმილი “მაიდანის” კრახის და “მიშათმავლების შოუში” ჩარჩენის ფონზე …
ძალიან გთხოვ, რესპუბლიკელებს ნუ გადაგვაყოლებთ… მათ, თვითრეკლამისთვის, ისედაც საკმარისი ადმინისტრაციული რესურსი აქვთ – საპარლამენტო ტრიბუნაც, მინისტრების პორთფელებიც , სატელევიზიო ეთერებიც, ბურთიც და მოედანიც.. ჰოდა, თუ მაგრები არიან, საკუთარი “ავტორიტეტით” მოიგონ საგარეჯოს არჩევნები…
როგორც ვიცი , ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ მოგიწონებთ რესპუბლიკელი ხიდაშელის ღიად მხარდაჭერას , მათ შორის, “ოცნების” ისეთი გულშემატკივრებიც. ვინც ვთვლით, რომ სჯობს, ირმა ინაშვილის შესვლა გერჩივნოთ პარლამენტში , ვიდრე, იანუსი “მეოცნებების”, რომლებიც თქვენი კვოტით გადიან და შემდგომ, მოწინააღმდეგეს ემსახურებიან, რაზეც არაერთხელ წაიტეხეთ ცხვირი…
( “არისტოტელე” მეოცნებეები” კიდევ ცალკე შაპიტოა..)
უხერხულია, ირმა ინაშვილთან კონკურენციისთვის, სრულიად სახელმწიფო მანქანის მობილიზება. გამოდის , რომ სხვა წონით კატეგორიას უპირისპირებ ადამიანს, რომელმაც საკმაოდ ბევრი იბრძოლა ქვეყნის ინტერესებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებისთვისაც …
პირადად მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან არ მომწონს.. იმედი მაქვს, ჩემი მეგობრებიც გამოხატავენ საკუთარ აზრს

წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...