მანჩო გიორგობიანი რელიგიური სიწმინდეების შეურაწყოფის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე მანჩო გიორგობიანი ილიაუნში გამოფენაზე გამოტანილ ნახატზე წერს, სადაც ღვთისმშობელი თავს იკლავს და აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისკენ სახალხო დამცველს მოუწოდებს. ამის შესახებ გიორგობიანი საკუთარ „facebook”-გვერდზე წერს.

„ამ ქვეყანაში როდემდე უნდა ირღვეოდეს მართლმადიდებელთა უფლებები? რატომ არ აკეთებთ რეაგირებას ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფაზე? მაინცდამაინც ვინმე უნდა შეეწიროს ამ უზნეობას, რომ ბოლო მოეღოს ასეთ ცინიზმს და მარაზმს?!

1. დირბის დედათა მონასტრის ფრესკა, ორსული ღვთისმშობელი
2. გამოფენა ილიაუნში, „ღვთისმშობელი თავს იკლავს”, – წერს გიორგობიანი.

გიორგობიანი აქვე ილიაუნის ერთ-ერთი სტუდენტის კომენტარსაც აქვეყნებს და წერს, ილიაუნში გამოფენაზე გამოტანილმა ნახატმა, რომელზე ასახული ორსული ღვთისმშობელი იარაღით სუიციდს ახორციელებს, სტუდენტების ნაწილის ნეგატიური რეაქცია გამოწვია.
12185097_979460345447203_651178527242233715_o-1024x667

„ღვთისმშობელი თავს იკლავს ილიაუნში, გასაგებია, რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში, თუმცა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის იგივე გაუნათლებლობა და უგუნურობაა, როგორც რელიგიური ფანატიზმი, რელიგიის და მამაოების გაფეტიშება. უბრალოდ, არ შეიძლება სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო, არ ვიცი სურათის შინაარსი, თუმცა, ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის ალბათ. სამწუხაროა, რომ ილიაუნში ხდება ეს. უნივერსიტეტში ღონისძიებას ვერ ჩაატარებ, ზუსტ აღწერას თუ არ გაუგზავნი პირადად რექტორს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ ადმინისტრაციაში და დაუშვეს რელიგიის დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი სურათი, დისკრიმინაცია მიუღებელია ჩემთვის, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს – რელიგიურ ადამიანს თუ ათეისტს”, – აცხადებს ილიაუნის სტუდენტი ბერდია ბერიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.