მანჩო გიორგობიანი – „რუსთავი-2″-ის დასაცავი კონცერტი, სახელად „ყავარჯენი-2015″

გთავაზობთ პროგრამას”, – აღნიშნულ კომენტარს მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში აკეთებს:
„პ რ ო გ რ ა მ ა:
1) ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დუეტი – „მე და შენ, ანუ შენ და მე” ფილმიდან „მხიარული რომანი”.
2) ნანუკა ჟორჟოლიანი – „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქალო”.
3) მაია ასათიანი – დასატირებელი სიმღერა ფილმიდან „ხევისბერი გოჩა”.
4) ვანო ჯავახიშვილი – ალა პუგაჩოვას: „არლეკინო”.
5) ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე – „გევედრები, გადამარჩინე”.
6) გოკა გაბაშვილი – „მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა”.
7) გივი თარგამაძე – ძილისპირული: (რუსულად) „სპიატ უსტალიე იგრუშკი”.
8) ნუგზარ წიკლაური – „მახინჯი ვარ”.
9) კობა ხაბაზი და „თავისუფალი ზონა” – სიმღერა და ცეკვა ფრანგული კინოფილმიდან. სიმღერა: „პიკი, პიკი, პააა”.
10) ხათუნა გოგორიშვილი – „მე ვარ ერთი ციდა”.
11) შალვა ნათელაშვილი – ინგლისური სიმღერა: „ლეთ ით ბი”.
12) მაია ორჯონიკიძე – „აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამ”.
13) ზაალ უდუმაშვილი – მუსიკის თანხლებით შეასრულებს „ძელზე ტრიალს”.
14) გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი – არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების: „იოვლალო, იოვლალო”.
15) ზურაბ ჭიაბერაშვილი – „თავისუფლება ლომთა ხვედრია”.
16) ჩიორა თაქთაქიშვილი – „ბეღურა”.
ასევე „მატროსოვის” საპყრობილედან, სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, მოხდება პირდაპირი ჩართვა.
სიმღერას „გალიაში ბულბულები ზიან” შეასრულებს ცნობილი ტრიო – ივანე მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ბაჩანა ახალაია და სხვები.
დასწრება უფასოა. მაყურებელს სუვენირებად დაურიგდებათ მიხეილ სააკაშვილის მინი სამაგიდო ბიუსტები და გულსაბნევი „ყავარჯნები”.
გელოდებით თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების გადასარჩენად, თავისუფალი ტელევიზია „რუსთავი-2″, – წერს გვალია.

აქვეყნებს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...