მანელი ქალები ნახევრად შიშვლები დადიან, მოდი და ნუ გააუპატიურებ

კიოლნის მეჩეთის იმამმა სამი აბუ-იუსუფმა კი შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ ჩვენ სწორად უნდა მოვახდინოთ რეაგირება და ცეცხლი არ უნდა გავაღვივოთ. მაშინ, როცა ქალებს ვინმე თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს, ირგვლივ იქმნება სახიფათო და დაძაბული მდგომარეობა, ამის მიზეზი კი ის არის, თუ როგორ იყვნენ შემოსილები თავად გერმანელი ქალები. ისინი ნახევრად შიშვლები დადიან და იყენებენ პარფიუმს, სწორედ ამიტომ ხდება მსგავსი ქმედებები. ეს ერთგვარი მიზეზია, თუ რატომაც გაღიზიანდნენ მამაკაცები“.

აღსანიშნავია, რომ მიგრანტთა თავდასხმების შემდეგ, საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელ დარბაზებში ქალბატონთა რაოდენობამ იმატა. ისინი სწავლობენ როგორ დააღწიონ თავი აგრესიულ კაცებს და როგორ მოიქცნენ მასაში მოხვედრისას. თუმცა მიგრანტთა თავდასხმა უკვე შეფასდა როგორც გენერალური რეპეტიცია. ცნობილია, რომ გერმანიაში საზოგადოება დღესასწაულის აღნიშვნას ელოდება, რომელიც მშვიდობიანი საკარნავალო მსვლელობებითა და კოსტუმირებული დადგმებით გამოირჩევა. კარნავალი ყოველ წელს თებერვლის დასაწყისში იმართება და ეს 200-წლიანი ტრადიციაა. გერმანელი მოქალაქეები შემდეგ აგრესიულ შეტევას სწორედ კარნავალის დროს ელოდებიან, ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი წლის არეულობა გენერალური რეპეტიცია იყო, თუმცა მაინც არ აპირებენ სახლში დარჩენას და ტრადიციის დარღვევას.

Leave A Reply

Your email address will not be published.