მანჰეტენზე აფეთქება მოხდა – ნაპოვნია ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ აფეთქების მიზეზად იქცა

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21.00 საათზე მეექვსე ავენიუს სიახლოვეს მოხდა.

ოფიციალური უწყებების ვარაუდით, აფეთქება განზრახ იყო ჩადენილი, თუმცა ის ტერორისტულ ხასიათს არ ატარებდა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ამოიღეს ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზად იქცა. მედიის ცნობით, ის სამზარეულოს მოწყობილობა – სწრაფად ხარშვისთვის განკუთვნილი ქვაბი აღმოჩნდა. CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ამ ნივთისგან იყო დამზადებული – მასზე მავთულები იყო მიმაგრებული, ასევე, ქვაბს ე.წ. სკოჩის მეშვეობით კიდევ ერთი მოწყობილობა ჰქონდა მიკრული.

Comments
Loading...