მანუელ ვალსი – ტერაქტების მიუხედავად, საფრანგეთი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს

ტერაქტების მიუხედავად, საფრანგეთი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას კვლავ გააგრძელებს. როგორც სააგენტო “როიტერი” იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა.
“მინდა ვუთხრა ფრანგებს, რომ ჩვენ ომის პირობებში ვიმყოფებით. ჩვენ მოწინააღმდეგეზე დარტყმებს კვლავ მივიტანთ და მის განადგურებას კვლავ გავაგრძელებთ”, – განაცხადა ვალსმა.
ბოლო მონაცემებით, პარიზში მომხდარ თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 352 კი დაშავდა.

Comments
Loading...