“MAP-ი საქართველოსთვის წარსულია”, – თინა ხიდაშელი

ჩვენი ამოცანა არის ნატოში გაწევრინება და არა MAP-ის მიღება, აცხადებს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის თქმით, საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების მიმართულებით კონკრეტული შედეგის მიღწევას შეეცდება.

“არცერთხელ, არცერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ საქართველოს წევრობას ნატოში. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს წევრობას ნატოში, არის ჩემი ამოცანა., ვარშავიდან მინდა დავბრუნდეთ უფრო მეტი ინსტრუმენტებით, რადგან როდესაც ის ფანჯარა გაიღება, ვიყოთ მზად მასში შესასვლელად. MAP-ი საქართველოსთვის წარსულია,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Comments
Loading...