“მაქვს პოლიტიკური მიზნები, მაგრამ არცერთ პარტიაში შესვლას არ ვაპირებ”

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს, მით უმეტეს,-“ნაციონალურ მოძრაობაში”.

როგორც ელისაშვილმა მანანა კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, მას გააჩნია პოლიტიკური მიზნები, თუმცა, ის ამ ეტაპზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

“მე ვარ პოლიტიკაში, მაქვს პოლიტიკური მიზნები, მაგრამ ეს საქმე არაფერში არ მჭირდება, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. „ნაციონალურ მოძრაობა“ როდესაც ხეირის მატარებელი იყო, მაშინ არ ვეკარებოდი და ვაკრიტიკებდი. არცერთ პარტიაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვარ არჩეული დეპუტატი საკრებულოს წევრი, ვმუშაობ იქ ჩემთვის, ხან ერთ სკვერს გადავარჩენ, ხან მეორეს, ხან მესამეს და ეს სიამოვნებას მგვრის და ნუ წვალობენ ჩემთან დაკავშირებით. ზოგადად, პოლიტიკური მიზნები მაქვს, მაგრამ რაღაცას უნდა მიაბან ახლა ეს ყველაფერი და რას არ იგონებენ. მანანა კობახიძეს ურჩევნია წავიდეს ჯერ საკუთრი ტელეფონი მიიტანოს ექსპერტიზისთვის პროკურატურაში, ასევე კარგი იქნება თუ ამ „ფეისბუქთან“ დაკავშირებით ჩამოყალიბდება, გაუტეხეს, მისი დაწერილია თუ… ნახეთ ახლა, სულ წაშალა იქ ყველაფერი”,- განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატ მანანა კობახიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი ცდილობს პარლამენტში მოხვდეს და ამისთვის მზადაა “ნაციონალურ მოძრაობას” ან “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდეს.
წყარო: PIA.GE

Comments
Loading...