მარია ზახაროვა – “ისლამური სახელმწიფო” მეორე ფრონტის გახსნას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას გქანცხადებით, რუსეთი ძალიან სერიოზულად ეკიდება იმ საფრთხეს, რომ შესაძლოა “ისლამურმა სახელმწიფომ” ავღანეთში “მეორე ფრონტი” გახსნას. ამის შესახებ ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ მოსალოდნელ სცენარს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად, “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება დაიწყო, ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორც ჩანს, ჰგონია, ავღანეთზე ნაწილობრივ გადამისამართებით და “მეორე ფრონტის” გახსნით შეძლებს კვლავინდებურად ეფექტურ სამხედრო სტრუქტურად დარჩეს” – განაცხადა ზახაროვა. ზახაროვას თქმით, ტერორიზმის გავრცელების საფრთხის შესაძლებლობას მსოფლიო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

Leave A Reply

Your email address will not be published.