მარიამ კუკუნაშვილი ჰომოსექსუალებს სუროგაციაში ეხმარება

ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვის შემდეგ,მარიამ კუკუნაშვილი ორმაგად პოპულარული გახდა, mpress.ge გთავაზობთ სტატიას არქივიდან მარიამ კუკუნაშვილის შესახებ.

საქართველოდან საზღვარგარეთ მცხოვრები ჰომოსექსუალი წყვილებისთვის თოთო ბავშვები გაჰყავთ _ ეს ფრაზა სუროგატული დედობისა და დონაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ ხაჭაპურიძეს ეკუთვნის, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვები სუროგაციის მეთოდით იბადებიან, შემდეგ კი ყალბი დოკუმენტები კეთდება და ბავშვი გადის საქართველოდან. ქალბატონმა თამარმა დაასახელა ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო `ნიუ ლაიფ ჯორჯია~, რომელიც ამგვარ საქმიანობას აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალბატონმა მარიამ კუკუნაშვილმა პრესისთვის (ჟურნალი `სარკე~) მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ სიამოვნებით ემსახურება ჰომოსექსუალებს, მაგრამ დასძინა, რომ ამას საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნებში აკეთებს.

მარიამ კუკუნაშვილი: _ `ჩვენ სტანდარტული ფასები გვაქვს. ერთნაირი ფასია როგორც ჰომოსექსუალისთვის, ისე ჩვეულებრივი წყვილისთვის. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ჰომოფობია და არ მოსწონს ჰომოსექსუალი წყვილები, მაგრამ მე ბევრი ასეთი მეგობარი მყავს და ისინი გადასარევ ოჯახებს ქმნიან. რამდენიმე ქვეყანაში მათი ქორწინება დასაშვებია და რა უფლება მაქვს, როცა მომმართავენ, უარი ვუთხრა, მათი დისკრიმინაცია მოვახდინო?! კვერცხუჯრედის დონორი და სუროგატი დედა ჰყავთ, სპერმა კი მათია. თანხმდებიან, ჯერ ერთისას აჩენენ, მერე _ მეორისას, რომ ორივეს ჰყავდეთ გენეტიკური შვილი. ევროპელი ჰომოსექსუალები ოჯახზე ორიენტირებულები არიან, აქვთ ბავშვის გაზრდის საშუალებაც, ქართველ ჰომოსექსუალებს კი არ უნდათ შვილი, არ არიან ამისთვის მზად და ალბათ, ისევ და ისევ ეკონომიკური ფაქტორების გამო…~
ზოგ ქვეყანაში, სადაც სუროგაცია ნებადართულია, მათ კანონმდებლობაში ხაზგასმულია, რომ სუროგატმა დედამ ეს მხოლოდ ჰუმანიზმის გამო უნდა გააკეთოს (არა გამორჩენის მიზნით), მაგრამ მაგალითად, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, თურქეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში, აშშ-ის ბევრ შტატში, ნორვეგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში აკრძალულია, თუმცა, რატომღაც არავის ახსენდება, რომელიმე დასახელებული ქვეყნის უფლებადამცველები (თუნდაც კონკრეტულად ლგბტ უფლებადამცველები) ეკლესიას დაპირისპირებოდნენ ამ აკრძალვის გამო. რატომ გახდა სამიზნე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეპისტოლით გადმოცემული პოზიციის გამო, როდესაც სუროგაციას კრძალავს კათოლიკური ეკლესიაც, ისლამიც და იუდაიზმიც? და უმთავრესი, საქართველო რუსეთთან, ყაზახეთთან, უკრაინასთან, ბელორუსთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ე.წ კომერციული სუროგაცია დაშვებულია, ბავშვი სავაჭრო საგნად, ერთგვარ ჩითილად არის ქცეული, მისი მშობელი (სუროგატი დედა) _ აღნიშნული ჩითილის სათბურად, ბავშვის ანუ ჩითილის შემძენი ჩვეულებრივ მყიდველად, მათი ერთმანეთთან დამაკავშირებელ-შემფუთველ-აგრონომი ექიმი კი ჩვეულებრივ ბიზნეს(ვუმენ)მენად არის ქცეული.
ალენ დელონის კომენტარმა: _ `მე არ ვეწინააღმდეგები ერთსქესიანთა ქორწინებებს, რადგან ფეხებზე მკიდიან, მაგრამ ვეწინააღმდეგები მათთვის ბავშვების მიშვილებას. მეტყვიან, რომ ადაპტირება უნდა მოვახდინიო და დროს ავუწყო ფეხი… რას ვიზამთ, ძალიან ცუდი აზრის ვარ ჩვენს ეპოქაზე რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ნორმად აქცევს… ვრისკავ, სულელ ბებრუხანად გამოვჩნდე, მაგრამ მაინც ვამბობ: ყოველივე ეს შოკში მაგდებს!~ _ მსოფლიო მოიარა…
სუროგატული დედობისა და დონაციის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე: _ `პროკურატურას მივმართე, რომელმაც დაადგინა, რომ რეალურად ყალბდებოდა დაბადების მოწმობები და ამ გზით ბავშვები საზღვარგარეთ გაჰყავდათ, შემდეგ კი, სავარაუდოდ ჰომოსექსუალ წყვილებზე აფორმებდნენ. დასადგენია, სპერმა ერთ-ერთი ჰომოსექსუალის იყო და კვერცხუჯრედი დონორის თუ ორივე გამეტას დონორისას იყენებდნენ. სუროგატს ეუბნებოდნენ ეთქვა ვინ იყო ბავშვის ბიოლოგიური მამა, მაგალითად, ბრიტანეთის მოქალაქე ვინმე დავიდი. იქმნებოდა დაბადების მოწმობა, რომელშიც დედად ეწერა ქალი, რომელსაც დედობის უფლება არ ჰქონდა და არც იყო დედა, მამებად კი ჰომოსექსუალები _ უცხოეთიდან ჩამოდიოდა ვიღაც მამაკაცი და ამბობდა მე ვარ მამაო. შემდეგ ეს ქალები მიჰყავდათ ნოტარიუსთან და დედობაზე უარს აწერინებდნენ. დაინტერესდეს ვინმე, ბოლო წლებში რამდენ დედას აქვს უარი ნათქვამი დედობაზე და ეს ბავშვები გაყვანილი არიან თუ არა საზღვაგარეთ! სამწუხაროდ, ჩემი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, პროკურატურაში არავინ დაინტერესებულა, ვინ იყვნენ ის კაცები, ჰომოსექსუალები, ბავშვებით მოვაჭრეები თუ ნამდვილი მამები, რომლებმაც ქართველ ქალებს უარი ათქმევინეს შვილებზე? მარტო ბრიტანეთში 8 ბავშვია გაყვანილი, ზუსტად ვიცი, 8 ქალმა რომ უარი თქვა დედობაზე, ეს საბუთები დევს ბრიტანეთის საკონსულოში, მაგრამ პროკურატურამ მათ ამ საბუთების წარმოდგენა არ მოსთხოვა.~
პროკურატურამ მხოლოდ ერთი (გერმანელი მოქალაქის შემთხვევა-ავტ) საქმე გამოიძია, ისიც იმიტომ, რომ ქალბატონმა თამარმა უკვე გამოძიებული საქმე დაუდო წინ და პროკურატურა იძულებული გახდა საქმე დაესრულებინა, რის შედეგადაც ბრალი წარედგინა `ნიუ ლაიფ ჯორჯიას~ ხუთ თანამშრომელს დაბადების მოწმობის გაყალბებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მუხლი ამნისტირებული იყო თუ დანაშაული 2012 წლის ოქტომბრამდე იყო ჩადენილი. როგორც ქალბატონი თამარი ამბობს, სუროგატის ჩვენებები, რომელმაც სხვა ფაქტებიც დაასახელა, პროკურატურამ გააქრო. სამჯერ შეიცვალა ამ საქმეზე პროკურორი და გამომძიებელი, საბოლოოდ კი ის სუროგატი გააქრეს საქართველოდან, რომელმაც, როდესაც ბოლოს დაუკავშირდა (თურქეთში) ქალბატონი თამარი, უთხრა, რომ მასთან დალაპარაკება პროკურატურამ აუკრძალა და ამ საუბრის შემდეგ საბოლოოდ დაემალა.
კანონის თანახმად, ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ უშვილო ცოლ-ქმრის შემთხვევაში უნაყოფობის მკურნალობის მიზნით და კლინიკას არ აქვს უფლება მოახდინოს ხელოვნური განაყოფიერება ან ემბრიონის გადანერგვა სუროგატი დედის საშვილოსნოში თუ ეს ემბრიონი არ არის წყვილის კუთვნილება.
თამარ ხაჭაპურიძე: _ `ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანმა იცის ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მე თუ დოკუმენტი არ მიჭირავს ხელში, არ ვლაპარაკობ. კუკუნაშვილს და სანდრა რულოვსს რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ეს ყოველთვის ვიცოდი კუკუნაშვილის ჩემდამი მოწერილი წერილებიდან და ჩვენი საერთო ნაცნობი ექიმებისგანაც. კუკუნაშვილი იმასაც მწერდა, დიახაც, არ მიჭერენ და რატომაც არ დამიჭერენ, მეც კარგად ვიცი და შენცო. სხვებიც მეუბნებოდნენ, შეეშვი, მაგას მაინც არ დაიჭერენო. ტელევიზიიით, პირველი ლედის საქველმოქმედო აქციაზე სანდრას გვერდით ვიხილე. კუკუნაშვილს აქვს ფილიალები სხვადასხვა ქვეყანაში და დიდი მასშტაბით ეწევა ამ საქმიანობას. თვითონ გამოდიოდა გადაცემა `ბიზნესკურიერში~ და ღიად აცხადებდა ჰომოსექსუალ წყვილებს ვემსახურებიო. სუროგატიც გამოიყვანა გადაცემაში, რომელმაც ინტერვიუ მისცა, მე ამერიკელი ჰომოსექსუალის სუროგატი ვარ და მერე რა, მასაც ხომ უნდა შვილიო. მერე, პრესკონფერენციაზე თქვა, მე ვარ ადამიანი, რომელმაც საქართველოში პირველმა უნდა დაიწყოს ჰომოსექსუალების მომსახურებაო. ამაზე ერთი ამბავი ავტეხე, წარმოვადგინე დოკუმენტები, რომ საქართველოს კანონით ჰომოსექსუალების მომსახურება ნებადართული არ არის და ამის შემდეგ ამ საქმის გახმაურებას თავი დაანება, ამბობდა, რომ მხოლოდ სხვა ქვეყნებში, ინდოეთსა და ტაილანდში აკეთებდა.
საქართველოს პარლამენტში მქონდა შეტანილი ინიციატივა, კანონში ჩაწერილიყო, რომ უცხოელ წყვილს უფლება არ ჰქონდეს ორივე მხრიდან დონორული გამეტის გამოყენებისა, ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო გენეტიკური მშობელი. ბევრი ვიყვირე და ვიბრძოლე, სანამ კანონში არ ჩავაწერინე, რომ სუროგატსა და წყვილს შორის ხელშეკრულება მანამდე გაფორმებულიყიო, სანამ ბავშვი ჩაისახებოდა, რათა ბავშვები ვეღარ გაეყიდათ, მაგრამ აქედანაც იპოვეს გამოსავალი, სუროგატებს დედებად გაფორმება დაუწყეს, სულაც აღარ ამბობენ რომ საქმე სუროგაციასთან აქვთ…~
აღნიშნული ბრალდებების გამო მარიამ კუკუნაშვილი ფსიქიურად შეშლილად თვლის თამარ ხაჭაპურიძეს და იმედოვნებს, რომ თუ საჭირო გახდა, არც ერთი ქვეყანა არ ეტყვის უარს მოქალაქეობის მიცემაზე, მაგრამ ვნახოთ, კიდევ რას ამბობს.
ქალბატონი მარიამ კუკუნაშვილი: _ `საქართველოს გარდა სუროგაციის ფილიალები უკვე მრავალ ქვეყანაში გვაქვს. საქმეს ძირითადად ინტერნეტით ვაგვარებ. ოთხი წელია ამ ბიზნესში ვარ. გავაფართოვე ჩემი ქსელი და უკვე შვიდ ქვეყანაში მაქვს სუროგაციის ცენტრი და კიდევ გავხსნი მომავალში სხვადასხვა ქვეყანაში. იმასაც მივხვდი, რომ სუროგაცია და დონაცია არ არის მყარი სფერო, ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, აზრთა სხვადასხვაობაა და ა.შ ამიტომ უცხოეთში ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების კეთება დავიწყე.Nნულიდან დავიწყე საქმიანობა და მოკლე დროში გავხდი, უხეშად არ გამომივიდეს და _ მილიონერი…~
`ოთხი წელია ამ ბიზნესში ვარ და გავხდი მილიონერი~ _ ეს ფრაზა ყველა დანარჩენს წონის, რადგან ეს საქმიანობა ბიზნესია, მარტივად რომ ვთქვათ, `ფულის კეთების წყარო~ და არაფერი აქვს საერთო ჯანდაცვასთან…
რა საქმიანობას ეწეოდა (ეწევა) კონკრეტული პირი, დროებით გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ ის ვიკითხოთ, იმ დროს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების ძალზე გავლენიანი პირის ე.წ `კრიშის~ გარეშე ნაგავსაც კი ვერ გაქექავდა ხელმოკლე ადამიანი, როგორ გახდა წარმატებული ბიზნესვუმენი და მილიონერი ვინმე კუკუნაშვილი?
ქალბატონმა კუკუნაშვილმა განაცხადა, ბრიყვებს ჰგონიათ, რომ `კრიშის~ და სხვების დახმარების გარეშე დიდი წარმატება შეუძლებელიაო. ადამიანის, ამ შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობები უსაზღვროა და მხოლოდ იქ გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი, სადაც მე ვაწესებ, ეს კი უსასრულობაშია და იქ `კრიშები~ არ ბინადრობენო.
რამდენი ადამიანი გამოაცხადა ბრიყვად ქალბატონმა კუკუნაშვილმა, რა მოთვლის, მაგრამ არიან კი ის ადამიანები ბრიყვები? ვთქვათ, ბატონი შალვა ხაჭაპურიძე, რომელმაც სიტყვა-სიტყვით ასე ბრძანა და პრესაში დაიბეჭდა: _ ` `არჩევნებამდე სტადიონზე გაიმართა `ნაციონალური მოძრაობის~ თავყრილობა. სანდრა რულოვსი სიტყვით გამოვიდა და განცხადება გააკეთა სუროგაციის თემასთან დაკავშირებით, რომ მას სურს კლინიკის გახსნა _ საუბარია ერთ-ერთ კლინიკაზე. არ მინდა ახლა ამ კლინიკის დასახელება. ეს კლინიკა დასაქმებულია იმით, რომ ხელოვნურად გააჩინონ ბავშვები, რომლებიც შემდგომ გაჰყავთ საზღვარგარეთ და იყიდებიან ჰომოსექსუალ წყვილებზე. როგორც ირკვევა, ამ კლინიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სანდრა რულოვსს.~
ქალბატონი კუკუნაშვილის `ბრიყვების რანგში~, ალბათ, არ გავა, მაგრამ სანდრა რულოვსის სახელი ცოტნე გამსახურდიას დაკავებასთან დაკავშირებით `კავკასიის~ ეთერში სტუმრად მიწვეულმა მანანა არჩვაძემაც ახსენა. მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით ხორციელდებოდა პროექტი, რომელიც ქართველ ქალებში საკვერცხეების ჯანმრთელობისკენ მიმართული ღონისძიებად მოინათლა, სინამდვილეში კი პირიქით იყო, საქართველოში ქალების უშვილობის გამომწვევი პროექტი ხორციელდებოდა.
ამას მოჰყვა 13-14 წლის გოგონების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის დაწყება, თუმცა `კეთილი ინიციატივა~ გოგონების მშობლების `უინიციატივობის~ გამო ჩაიშალა. Yველა შემთხვევაში ის მაინც გაუგებარი დარჩა, რატომ კურირებდა ამ საქმეს თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური, სად კულტურა და სოცმომსახურების სამსახური და სად ჯანდაცვა…
ამ დროისთვის, თბილისის მერიის, გაერო-ს `მოსახლეობის ფონდის დაფინანსებისა~ (UNFღA) და საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით უკვე ორი წლის ამოქმედებული იყო ეროვნული სკრინიგ-ცენტრი (სცრეენ _ გადარჩევა), ანუ გადარჩევის ცენტრი და პატრონობდა ქალებში ძუძუსა და საშვილოსნოს, ხოლო მამაკაცებში პროსტატის ჯირკვალს, ორივე სქესისთვის აგრერიგად მნიშვნელოვან გამრავლების ორგანოებს. ცენტრი ხელმძღვანელობდა ე.წ გაიდლაინებით. პროგრამამ უფასოდ მოიცვა მთელი საქართველოს ქალები, მათ შორის ე.წ `მატროსოვის~ ციხის პატიმარი ქალებიც. ამ შემთხვევაში პირველ ლედის გვერდზე ჩანდნენ: ხათუნა კალმახელიძე, პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი და რატომღაც კვლავ მამუკა ქაცარავა მერიიდან.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლის, ასოცირებული პროფესორის, ქალბატონი მანანა ცინცაძის, ფრაზამ `სანდრა რულოვსმა შექმნა მკერდისა და საშვილოსნოს სიმსივნეების სკრენინგის პროგრამა… გამოდის, რომ თავად იწვევენ ამ დაავადებას საზოგადოებაში, მერე თვითონ მკურნალობენ და ასეც აკეთებენ დიდ ფულს~ _ მოიარა ინტერნეტ და მედია სივრცე.
გამრავლების ორგანოებს არ ეხება, მაგრამ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საეჭვოდ გაისმა ქალბატონი სანდრა რულოვსის სახელი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებითაც. ყოფილი პატიმრების თქმით, ისინი ხშირად ხედავდნენ გაურკვეველი მისიით საპატიმროში მისულ პირველ ლედის რაც მათში ეჭვს ბადებდა, რომ მას რაღაც ინტერესი აკავშირებდა გარდაცვლილი პატიმრების ორგანოებთან…
ქალბატონ სანდრა რულოვს, გარდა იმისა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მუშაობდა და ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ორი საკონსულოს საბჭოს პრეზიდენტია, რა კავშირი აქვს სამედიცინო სფეროსთან, ოფიციალური მონაცემებით, არ ჩანს, მაგრამ რაც მასალა-ადამიანს ეხება, ყველგან რომ რატომღაც მისი სახელი ჩნდება, სულ ცოტა, საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რატომ არ ინტერესდებიან ასეთი `საინტერესო~ ამბებით შესაბამისი უწყებები?

დათო მხეიძე
წყარო

Comments
Loading...