მარიამ მინდორაძე – მივმართავ საქართველოს მთავრობას!!!

თავისუფალი თაობის“ წევრი მარიამ მინდორაძე

„მივმართავ საქართველოს მთავრობას!!!
რა ხდება თქვენ თავს? სულ გაგიჟდით? იმის მაგივრად, რომ ამ ნატანჯ და გაჭირვებულ ხალხს დაეხმაროთ, კიდევ შეღავათების და ვაუჩერების გაუქმება გინდათ?
ისედაც რა დღეშია ხალხი, კაპკ-კაპიკ აგროვებენ ფულს, რომ გადასახადები გადაიხადონ და ელემენტარული საკვები მიიღონ. იარსებონ და არა იცხოვრ ონ! ეს ცხოვრება არ არის ეს არსებობაა და თქვენ ამ არსებობის წყაროსაც უკლავთ. ასე გინდათ ქვეყნის აშენება?
ასე ვერ ააშენებთ!
ქართველი ხალხი ძალიან მომთმენია, მაგრამ ერთი თუ ამოფეთქა, ბოლომდე ამოხეთქავს და არაა გამორიცხული, ამას მსვლელობები და თუნდაც რევოლუცია მოყვეს!!!
მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თქვენ გვერდით გედგათ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ისევ პირველი ვიქნები და ჩემს ხალხს გვერდით დავუდგები!”
-აცხადებს მარიამ მინდორაძე “ემპრესთან” საუბრისას

Comments
Loading...