მარიამ საჯაია: შუა ქალაქში, იპოდრომზე ჩავდივარ და მხვდება 1,5 მეტრიანი გველი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:

“შუა ქალაქში, იპოდრომზე ჩავდივარ და კიბეებზე მხვდება 1.5 მეტრიანი გველი.

შარშან, ამავე იპოდრომზე, მიკბინა მწერმა და დამმართა ბორელიოზი, რის განკურნებასაც 3 თვიანი ანტიბიოტიკებით მკურნალობა დასჭირდა.

ანუ გველებით და შხამიანი მწერებითაა გატენილი იპოდრომი, რომლის გარშემოც ხალხი ცხოვრობს (და ამ არსებებს თავისუფლად შეუძლიათ საცხოვრებლებამდე მიღწევა), სადაც ყოველ დღე, დილიდან საღამომდე დადიან ბავშვები და უფროსები. ამ ადამიანების ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე.

ვინმემ არ უნდა მიხედოს? ქვეყანა ვართ თუ ვანიას დუქანი? თვეში ერთხელ შეწამლვაზე არავის არაფერი სმენია?“, – წერს მარიამ საჯაია. ის შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

Comments
Loading...