“მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება გამოიწვევს ქვეყნის ახალგაზრდობის ნაწილის დეგრადაციას” – ირაკლი გოგავა
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში დეკრიმინალიზაციის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
ირაკლი გოგავა: – “აშშ-ს “ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტის” კვლევამ ადამიანის ჯანმრთელობაზე კანაფის (მარიხუანის) რეგულარული მოხმარების ზეგავლენის შედეგები გამოავლინა:
1.მოკლე მეხსიერების დარღვევა 2. ყურადღების გაფანტვა 3.ლოგიკური მსჯელობის უნარის დაქვეითება 4.შემეცნებითი უნარის დაქვეითება 5.მოძრაობის კოორდინაციის 6.წონასწორობის დარღვევა 7.ტახიკარდია 8.მეხსიერების დარღვევა 9.შემეცნებითი უნარის დაქვეითება 10.დამოკიდებულება 11.ქრონიკული ხველა, ბრონქიტი, ემფიზემა 12.თავის, კისრის და ფილტვების კიბოს მაღალი რისკი 13.რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება მამაკაცებში 14. მწეველი დედების შვილები დარღვეული ნერვული სისტემით იბადებიან.
კვლევამ აჩვენა, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ, უარესად სწავლობენ. ავტოავარიების მსხვერპლთა 11%-ის ტესტში მარიხუანის მოხმარების კვალი აღმოაჩნდა. ისინი გაცილებით უარესი მუშაკები არიან და ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურს უფრო ხშირად აცდენენ. დიდი დოზების მიღების შემთხვევაში ჩნდება ტოქსიკური ფსიქოზი, ჰალუცინაციები, მანიები, დეინდივიდუალიზაცია და თვითიდენტიფიკაციის უნარის კარგვა. ადამიანი კარგავს ცხოვრების პოზიტიური მომენტებით ტკბობის შეგრძნებას და ბედნიერების შესაგრძნობად მარიხუანა სჭირდება.
აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადავიდა სწორედ მარიხუანით დაიწყო. ნარკოტიკების(მათ შორის მარიხუანას) მომხმარებლები უფრო არიან მიდრეკილნი კრიმინალისკენ.
კატეგორიულად მიუღებელია მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება! ეს გამოიწვევს ქვეყნის ახალგაზრდობის ნაწილის დეგრადაციას. ქვეყნის მძიმე დემოგრაფიული პერსპექტივა კიდევ უფრო დამძიმდება. ისედაც შეზღუდული შრომითი რესურსების ნაწილი ხარისხობრივად დაქვეითდება. კიდევ უფრო დაეცემა ახალგაზრდებში განათლების დონე.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ნარკოტიკების ნებისმიერ სახეობასთან უკომპრომისო ბრძოლა და მისი წარმოება, რეალიზება, მოხმარება უნდა იყოს დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით.
ყველა პოლიტიკოსი, ვინც მოითხოვს ნარკოტიკების ლეგალიზებას/დეკრიმინალიზაციას არის აბსოლიტურად უპასუხიმგებლო და არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. მათი მიზანია იაფფასიანი პოპულიზმი ქვეყნის ინტერესების ზიანის ხარჯზე.
გაცილებით მეტი ამ კვლევის შესახებ და კანაფის მოხმარების უარყოფით შედეგებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: http://www.narkotiki.ru/5_5327.htmან აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის საიტზე https://www.nih.gov ან აშშ-ს ნარკოტიკების ზემოქმედების ეროვნული ინსტიტუტის გვერდზე https://www.drugabuse.gov/…/what-are-marijuanas-effects-gen…