Market Watch : ამერიკულ ბაზარზე რეკორდული კოლაფსი დაფიქსირდა
ამერიკულმა საფონდო ბაზარმა რეკორდული კოლაფსი განიცადა. ინფორმაციას Market Watch ავრცელებს.
იანვრიდან-მარტამდე დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი (Dow Jones Industrial Average) 23,2 %-ით დაეცა.
ეს ყველაზე მაღალი ვარდნაა 1987 წლის შემდეგ.(იმ წელს Dow Jones 22,6 %-ით დაეცა და 19 ოქტომბერი “შავ ორშაბათად” იქცა).
ეს ყოველივე უკავშირდება ნავთობის ფასების ვარდნასა და კორონავირუსულ პანდემიას.