მარნეულის 50-ე უბანზე დაძაბულობაა, ჟურნალისტებს არ უშვებენ შენობაში

მარნეულში 50-ე საარჩევნო უბანზე დაძაბულობაა. ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, საარჩევნო კაბინის კედელზე ნომერი 41 ეწერა, რაც დარღვევაა, რადგან 41 „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერია. აღნიშნულთან დაკავშირებით უბანზე მცირე შელაპარაკება მოხდა, რის გამოც ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

გარკვეული დროის შემდეგ საარჩევნო უბანზე შესულ ჟურნალისტებს კედელზე არანაირი წარწერა არ დახვდათ. ერთ-ერთმა მოქალაქემ კი, მედიას განუცხადა, რომ ნომერი 41 მართლაც იყო მიწერილი და ეს ფაქტი ვიდეოკამერით თავადაც გადაიღო.

ამასთან, უბანზე მყოფი კომისიის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ, სავარაუდოდ, პროვოკაციის მიზნით, საარჩევნო ნომერი კედელზე თვითონ დაწერტა, რასაც რამდენიმე თვითმხილველიც ადასტურებს.

Comments
Loading...