მარშანია უმრავლესობას: ახია თქვენზე, პარლამენტში „ნაციონალები“ მეორედ რომ გიზით (VIDEO)

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი ხელოვნური და ყალბია.

აღნიშნულ ჭრილში მარშანია “საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ” რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების გამოსვლას გამოეხმაურა.

“მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ პარლამენტში ვიმყოფებით და არა თემებზე მოსაუბრე ორგანოში. პარლამენტი ადეკვატური უნდა იყოს იმისა, რაც ქვეყანა ხდება. უკვე ჩანს, ეს პარლამენტი რამდენად ყალბი და ხელოვნურია. ახია თქვენზე, პარლამენტში „ნაციონალები“ მეორედ რომ გიზით. ეს ვისი დამსახურებაა? – თქვენი.

იმის ნაცვლად, რომ ცხრა წელი შეგეფასებინათ, აქ მკვლელები გიზით. ჩვენი მიზანი რა არის, ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში?! რად გვინდა, ნატო? აფხაზი ხალხი გადაშენების გზაზეა”, – მიმართა მარშანიამ უმრავლესობას.

დეპუტატმა რუსეთთან დიალოგის დაწყებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტია და არა გველეშაპი.

Comments
Loading...