მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთის ეკლესიაში ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს.

დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წელიწადში ორჯერ – 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსენიებს. 23 ნოემბერს გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.