მართვის მოწმობის ე.წ. 100-ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა

პარლამენტს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ჯერ არ დაუწყია. შესაბამისად, ცვლილებები, მათ შორის მართვის მოწმობის ე.წ. 100 ქულიანი სისტემის შემოღების შესახებ, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არ ამოქმედებულა. საკითხზე მსჯელობა საგაზაფხულო სესიის ფარგლებშია დაგეგმილი. რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მართვის მოწმობებზე ქულების დაწესებას, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე ავტომობილების წლოვანების მიხედვით განბაჟების საფასურების შეცვლას და სხვა სიახლეებს ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად დეკემბრის შუა რიცხვებში წარედგინა. პროექტი აღნიშნული სიახლეების ძირითადი ნაწილის 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივის ამოქმედება კი, პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხის პარლამენტში ინიცირებისთანავე ითქვა, რომ პარლამენტი განხილვას არ იჩქარებს. საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობის დაწყება საგაზაფხილო სესიისთვის დაიგეგმა. შესაბამისად, შეიცვლება ყველა ის თარიღი, რომელიც ინიცირებულ პროექტშია გაწერილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობის ე.წ. 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.