მარტვილში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, მარტვილში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა. ცესკომ აღნიშნულ ოლქში არსებულ 39-ვე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლა უკვე დაასრულა.
სოსო დანელიამ არჩევნებში 9620 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 72,54 %-ია.
3641-მა ამომრჩეველმა (27,45 %) მხარი დაუჭირა “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატ ეთერ მეძველიას.
მარტვილის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ეს ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

Comments
Loading...