მარველაშვილი – დაიწყო ახალი კამპანია, რომ პრეზიდენტს სამშობლო სძულს

„კამპანა, რომელიც გუშინ დაიწყო, კამპანია ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო, ამ ლოზუნგით დაწყებული ახალი კამპანია, ჩემს წინააღმდეგ. ეს ხომ არ არის პირველი კამპანია, ჩვენ ეს ადრეც გვესმოდა. მე გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად და დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა, რომ ქალები ციხეში იჯდნენ. როდესაც მე ვსაუბრობდი სახვადასხვა საკითხებზე დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არ არის პირველი კამპანია. ეხლა ახალი ლოზუნგით გვაქვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო. მე მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება, ან მათი მიზეზის განსაზღვრა, არც ვუღრმავდები ამ საკითხებს. საწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის. ეს პიარის ნაწილია, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ რეალურად ხომ კრიტიკა არ ისმოდა,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...