მაშველებმა 66 წლის მამაკაცი თუშეთიდან თელავის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თუშეთში, სოფელ ომალოში, 66 წლის მამაკაცს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სტაციონარში გადაყვანა ესაჭიროებოდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის დახმარებით, შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდნენ.

მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ვერტმფრენის მეშვეობით, მაშველებმა დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Comments
Loading...