მაშველებმა უშგულში ჩარჩენილი მოქალაქეები ტერიტორიიდან გამოიყვანეს

უშგულში ჩარჩენილი მოქალაქეები ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა გამოიყვანეს.

სამაშველო ღონისძიება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ცართულები იყვნენ მესტიის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

შეტყობინება, რომ უშგულში დიდთოვლობის გამო მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა.

Comments
Loading...