მასონული ლოჟა “სამ ვარდთან”, ბოლო დროს მასონებზე გამოქვეყნებულ მასალებს ეხმაურება

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოქმედ მასონურ ლოჟებზე ბატონი დავით სერაფიმე დავითაშვილის მიერ ვრცელდება მასალები, რომლის ავთენტურობასაც ჩვენ ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ. თუ ზემოთხსენებული ბატონის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, რა თქმა უნდა, დასაგმობია, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ავრცელებთ ბატონო დავით იმას, რასაც ავრცელებთ, იქვე მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული, რომ მასონობა მრავალგვარია.
ჩვენ, თავისუფალ მასონთა ქართული ორდენი “სამ ვარდთან“ არ ვართ რელიგიური გაერთიანება, არც ჩვენი წევრების აღმსარებლობაში ვერევით. ჩვენ გვაქვს საქართელოში სამი “ლურჯი“ (მცირე) ლოჟა თბილისში, ბათუმში და ქუთაისში და ყოველი მათგანი ღირსეულად მოღვაწეობს.
ჩვენი ორდენის წევრობის მსურველი (განსხვავებით სხვადასხვა ორდენებისგან) უნდა აღიარებდეს იესო ქრისტეს მოძღვრებას, როგორც ეს ახალ აღთქმაშია მოწოდებული. ჩვენთან მხოლოდ ქრისტიანებს ვიღებთ და თუკი კაცი თავს ქრისტიანად თვლის, აჯობებს ქრისტიანულ ლოჟაში შევიდეს.
ჩვენ არ ვართ ეკლესია, ან ეკლესიის შემცვლელი, საერთოდ რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე ორდენის შიგნით საუბარი აკრძალულია და არ ვერევით აღნიშნულ საკითხებში.
ე.წ. “ახალი წესდების“ მასონები თვლიან, რომ “ლურჯი“ რიგითი ლოჟა აღიარებულია თუკი ის წევრია დიდი ლოჟისა, რომლის აღიარებაც ხდება ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების მიერ. აღნიშნული წესი 1723 წელს ჩამოაყალიბა პრესვიტერმა ანდერსენმა, რომელსაც ჩვენ, ვგულისხმობ მსოფლიოს თავისუფალ მასონებს და მათ ლოჟებს, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა, არ ვაწერთ ხელს. მაშასადამე ჩვენთვის არ არის აუცილებელი ინგლისის ან რომელიმე ქვეყნის აღიარება, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ მასონურ ლოჟას საქართველოში.
ჩვენი, თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ მასონთა არსებობა, განსხვავებით 1723 წლის “ახალი წესდების“ მასონებისგან, თარიღდება 1076 წელს შედგენილი უძველესი დოკუმენტით, რომელშიც საუბარია თავისუფალ გაერთიანებულ კალატოზებზე და რომელიც თითქმის ათასი წლისაა.

კეთილი სურვილებით:

თავისუფალ მასონთა ქართული ორდენი “სამ ვარდთან”

Leave A Reply

Your email address will not be published.