„მასტერას“ დედა: იგრძნობა, რომ „ნაციონალებთან“ მომუშავე ყველა ჩინოვნიკი უნდა მიიჭყლიტოს – მე ეს ვიგრძენი

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი დგებუაძის, იგივე „მასტერას“ დედა ნელი დგებუაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების დგებუაძემ აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე იგრძნო, რომ „ნაციონალური მოძაობის“ ყველა ჩინოვნიკის „მიჭყლეტვა“ უნდათ.

„ჩემს შვილზე იმის მითითება არ ყოფილა, რომ მას იარაღი ჰქონდა ან ვინმეს დაუმიზნა, მოკლა ან დაინახეს იმ ველზე, სადაც ეს ამბავი მოხდა. აქ იგრძნობა, რომ „ნაციონალებთან“ მომუშავე ჩინოვნიკები, ყველა უნდა მიიჭყლიტოს. მე ეს ვიგრძენი. აბა, ამ ხალხს ცხრა თვე რატომ აწვალებდნენ?“, – განაცხადა ნელი დგებუაძემ.

ამასთან, როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი დავით აბესაძე აღნიშნავს, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტოლებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ის იქნა დამნაშვედ ცნობილი დახმარებისთვის სხვა პირების მიმართ დანაშაულის შესრულებაში. ჩვენი აზრით, ამ კუთხით მტკიცებულებები არასაკმარისი იყო და არის, ვინაიდან, დახმარება თავისთავად განზრახ ქმედებას გულისხმობს. პირმა უნდა იცოდეს, რომ დახმარებას უწევს სხვას დანაშაულის ჩადენაში, რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გამოვლენილა და ამიტომ, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით აუცილებლად გასაჩივრდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერაა“ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელს დათა ახალაია დამნაშავედ სცნო.

Comments
Loading...