მატარებლის ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხაჯალიაში  ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი დაბალი ძაბვა გახდა, რის შედეგადაც ცეცხლი ელექტროსადენებს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  განმარტებით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და  სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.  როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ქონებისა და ნივთის ხელყოფას გულისხმობს.

წყარო

Comments
Loading...