“მათ იძულებულებს გავხდით, უყურონ იმ დემოკრატიას და თავისუფლებას, რაც ასე ეზიზღებათ”

„ჩვენ არაფრის გვეშინია, ჩემი და ყველა პარიზელის სახელით, მინდა, ვუთხრა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია”, – ეს განცხადება პარიზის მერმა

„დღეს ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე აქამდე და აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს მტრებს. ერთი წელი არ არის გასული, რაც პარიზსს კიდევ ერთხელ გადაუარა ტერაქტების ტალღამ.

ტერორისტებმა, რომლებიც მთელი კაცობრიობის მტერია, გულში დაარტყა ევროპას. მათ სურდათ, მოეკლათ ჩვენი თავისუფლება. ჩვენ ტერორისტებს სიძულვილის სიამოვნება არ მივანიჭებთ. ჩვენ მათ იძულებულებს გავხდით, უყურონ იმ დემოკრატიას და თავისუფლებას, რაც მათ ასე ეზიზღებათ.

ჩვენ დაჭრილები ვართ და ეს ჭრილობა ღრმა არის, მაგრამ გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, არათუ გადავრჩეთ, არამედ გაორმაგებული ძალებით ვიაროთ აღმშენებლობის გზაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას ჩვენი იდეალებით და იმ ღირებულებებით, რაც ყოველთვის გაგვაჩნდა”, – განაცხადა პარიზის მერმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.