მაჟორიტარულ არჩევნებზე დღეიდან საპარლამენტო განხილვები იწყება

ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში 30-ის ნაცვლად 50%-იან ბარიერს აწესებს – დღეიდან საპარლამენტო განხილვები იწყება. საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები იმსჯელებენ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებია. პარლამენტის ბიუროს გუშინდელი გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები მესამე მოსმენით იმ კანონპროექტსაც უყრიან კენჭს, რომლითაც მაჟორიტარული ოლქების საზღვრები იცვლება.

Leave A Reply

Your email address will not be published.