მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თბილისში დაბრუნების საკითხი კონსტიტუციური თემა არ არის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თბილისში დაბრუნების საკითხი კონსტიტუციური თემა არ არის.

როგორც მდინარაძემ განმარტა, აღნიშნული საკითხი კონსტიტუციაში არ აისახება.

„ეს საკონსტიტუციო საკითხი არ არის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პოლიტიკური დღის წესრიგში შესაძლოა, ბათუმიდან თბილისში საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანის საკითხი დადგეს. ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პარლამენტში იმართება.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარლამენტის შენობის დედაქალაქში სრულად გადმოტანის პარალელურად, კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს ისიც, რომ ყველა საკონსტიტუციო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს განთავსებული.

Comments
Loading...