მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციის უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სამსახურიებრივი უფლებამისიელების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი შიმშილობის ფონზე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ დაპირისპირება განყოფილებაში ადვოკატის, გიორგი მდინარაძის პროვოცირებული იყო და მას ბრალს უსამართლოდ უყენებენ.

ლაშა კვირკვაიას ბრალი ოფიციალრუად გუშინ დღის მეორე ნახევარში წარუდგინეს. დღეს კი სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განიხილოს. პროტესტის ნიშნად კვირკვაია საკვებისა და წყალთან ერთად უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც.

Comments
Loading...