“მძღოლები ყველას და განსაკუთრებით ნარმანიას აგინებენ”

ამ ქალაქში ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა და ამ ქალაქში თუ მძღოლები იგინებიან, როგორც მე მაგინებენ ისე განსაკუთრებით ნარმანიას, უმრავლესობასაც და ყველას, იმიტომ რომ ერთად ვერ ვაბავთ ამ ყველაფერს თავს და აქედანაც არის ნორმალური აზრი, იქიდანაც… რატომ არ არის ის აზრი გასაზიარებელი, რომ ავტობუსის მძღოლებს, მეეზოვეებს… არ მეხატება”ნაციონალური მოძრაობა” გულზე, მაგრამ შესანიშნავი იდეაა, რატომაც არ გადავანიწილოთ ის თანხა, ვიღაც გაქსუებულ და ხელმოცარულ მარგიშვილს, რომ ვაპირებთ ორმილიონნახევარი დავუმტკიცოთ და იმედია, რომ არ დავუმტკიცებთ, საერთოდ გავაუქმებთ ამ სამსახურს, რატომ არ უნდა გადავანაწილოთ იმ ადამიანებზე რომლებიც იქ მართლაც ჭაპანწყვეტაში არიან და დღედაღამე შრომობენ, ზეგანაკვეთურადაც და ყველანაირ განაკვეთურად და ვისზეც მართლა დგას ეს ქალაქი, ხალხი რომ დილის ექვს საათზე დგება, ალაგებს და ასუფთავებს და იმ დანგრეულ ავტობუსს რომ დაახრიგინებს კაცი, რატომ იმათ არ უნდა მივცეთ ფული, ამაზე ვიმსჯელოთ ადამიანურად და არა ისე…დავით ნარმანია რომ გაბლატავდა ბოლო დროს და ძველი ბიჭივით რომ ლაპარაკობს, რომ ესენი ვინ არიან, -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

Leave A Reply

Your email address will not be published.